კითხვები

1.რას ნიშნავს გორგასალი? 

პასუხი: მგლისმუზარადიანი

2.ვინ იყო სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი?

პასუხი: არსუკიძე

3.საგნებით შედგენილი ნამუშევარი?

პასუხი: ნატურმორტი

4.რა ჰქვია ლეგენდას ძველ ღმერთებზე?

პასუხი: მითი

5.რა ერქვა იაზონის გემს?

პასუხი: არგო

6.ოჯახში ხუთი ბავშვია, მომდევნო  ასაკებს შორის სხვაობა სამ-სამი წელია, სულ ოჯახში 8 წევრია.

კითხვა: რამდენი წელია განსხვავება ყველაზე უფროს ბავშვსა  და ყველაზე უმცროს შორის? 

პასუხი: 12 წელი

7.ორი აკლდამა, ორი ქანდაკება, ბაღი, ტაძარი და სანავიგაციო აგრეგატი. რას წარმოადგენს ისინი ერთად?

პასუხი: მსოფლიოს 7 საოცრება

8.ერთ მოთხრობაში მოქმედება ძველი ინკების იმპერიაში ხდება. მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, რომელიც ბრბოშია გარეული და ინკების უმაღლესი მმართველის, ატაჰუალპას პროცესიას გასცქერის. ზუსტად მაშინ, როდესაც იმპერატორი მის წინ ჩაივლის მთავარი პერსონაჟი წინ მდგომს მიმართავს ფრაზით, რომელიც ცნობილ ფილოსოფოსს მიეწერება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილოსოფოსი.

პასუხი: დიოგენე სინოპელი


9. 2003 წელს კალიფორნიის შტატის გუბერნატორად გახდომის შემდეგ არნოლდ შვარცენეგერმა შეწყვიტა კინოში გადაღება, ვინაიდან ამას კრძალავს აშშ-ს კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის ერთი გამონაკლისი. არნოლდ შვარცენეგერს ეკრძალებოდა კინოში ნებისმიერი როლის შესრულება, გარდა ერთისა. ყურადღება შეკითხვა: ვისი როლის შესრულების უფლება ჰქონდა გუბერნატორად ყოფნის დროს არნოლდ შვარცენეგერს?

პასუხი: არნოლდ შვარცენეგერის

10. გერმანელი ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის უკანასკნელ გამარჯვებებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მას მადა გაეხსნა. შეკითხვის ავტორის აზრით ეს შეიძლება აიხსნას „დაავადებით“ (დაავადება ბრჭყალებში), რომელიც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებითაა გამოწვეული. ეს „დაავადება“ (ისევ ბრჭყალებში) შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნეოლოგიზმით, რომელიც რეალური დაავადებისთვის თავში სამი ასოს დამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.

პასუხი: რედბულიმია

11.ყვებიან ასეთ ისტორიას: როდესაც ჟოზეფინა ბოარნემ ნაპოლეონ ბონაპარტი გაიცნო, ამ უკანასკნელის ჯარისკაცული მანერებისა და სიდაბლის გამო, ჟოზეფინამ იგი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

პასუხი: ჩექმებიანი კატა



თქვენს წინაშეა ცნობილი წიგნის ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ წიგნის ავტორი?

პასუხი: ჯორჯ ორუელი


12.„სიმპსონების“ სერიაში, რომლის სახელწოდებაა „ლიზა სიმპსონი ღმერთის წინააღმდეგ“ ნაჩვენებია სასამართლო პროცესი, რომელიც 1925 წელს მომხდარი მოვლენის პაროდიას წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერი, რომლის გვარიც ფიგურირებს „სიმპსონების“ ამ სერიაში.

პასუხი: დარვინი



No comments:

Post a Comment